პოლ ვოკერის ქალიშვილი მემკვიდრეობით 25 მილიონ დოლარს მიიღებს
ანდერძის თანახმად, ამერიკელმა მსახიობმა საკუთარი ქონება, რაც 25 მილიონ დოლარს შეადგენს, ერთადერთ 15 წლის ქალიშვილს – მედოუ ვოკერს დაუტოვა. ანდერძში პო ვოკერს ოჯახის სხვა წევრები არ მოუხსენიებია.
ცნობილია, რომ მედოუ უოკერი დედასთან – რებეკასთან ერთად ჰავაიზე გაიზარდა, თუმცა ბოლო წლებში გოგონა მამასთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობდა. პოლ ვოკერის გარდაცვალების შემდეგ, მედოუ საცხოვრებლად ისევ დედასთან გადავიდა.
უცხოური პრესა იმასაც წერს, რომ მსახიობის ქონებაზე პრეტენზიას მისი ოჯახის სხვა წევრებიც აცხადებენ და ისინი, პოლ ვოკერის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ფილმ „ფორსაჟის“ მთავარი გმირი პოლ ვოკერი კალიფორნიაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მსახიობი ავტომობილს თავად არ მართავდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.