გიორგი შარვაშიძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა – “აუცილებელია, ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა” (ფოტო)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე ინფექციურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.
„ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია ცხოვრების ჩვეულ რეჟიმთან დასაბრუნებლად. კარგია, რომ ნელ-ნელა გატყდა ანტივაქსერული მოძრაობა და თანდათან უფრო მეტი ადამიანი იცრება. მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა, რათა უფრო სწრაფად გავიაროთ ეს ეტაპი და მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს“, – წერს შარვაშიძე სოციალურ ქსელში.