პაატა იმნაძე: ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები
“ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დიდი “კლასტერები” და ეპიდაფეთქებები, ძირითადად, სუფრებს უკავშირდება.
“თუ არ გვინდა შეზღუდვები, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, ყველა “კლასტერი”, რაც დღეს გვაქვს, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფების შემდეგ, სამწუხაროდ, როგორც ჭირისუფრების, ასევე, ქორწილების შემდეგ. გასაგებია, პირბადით ვერ იჯდები სუფრასთან. ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები”, – აცხადებს იმნაძე.