ლალი ტურძელაძე: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კოვიდ განყოფილებაში, ფაქტობრივად, ადგილები აღარ გვაქვს
“კლინიკა სავსეა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით, ფაქტობრივად, ადგილები აღარ არის”, – ამის შესახებ “კვირას” პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირებულების რაოდენობის მომატება შესაძლოა, კერძო კლინიკებში კოვიდმიმღები განყოფილებების გაუქმებასაც უკავშირდებოდეს.
“კლინიკა სავსეა, 140 ადგილი გვაქვს ზოგადად და, პრაქტიკულად, თითქმის ყველა შევსებულია. ვერ გეტყვით, რატომ, შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ზოგადად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებას, ან არის მეორეც – ჩვენს ირგვლივ არსებულ კერძო კლინიკებში აღარ ხდება კოვიდინფიცირებულების მიღება, დაიხურა კოვიდგანყოფილებები, მიზეზი არ ვიცი”, – აღნიშნა ტურძელაძემ.