გია ვოლსკი: IRI-ის კვლევაში რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ხმების გაყოფა იმ დაპირისპირებულ მოსაზრებებს აჩვენებს, რასაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კიდევ უფრო გააღრმავებს

IRI-ის კვლევაში რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ხმების გაყოფა იმ დაპირისპირებულ მოსაზრებებს აჩვენებს, რასაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კიდევ უფრო გააღრმავებს, გაამწვავებს და ქვეყნისათვის აუტანელს გახდის – ეს ბრიუსელში, ვაშინგტონში ესმით, მაგრამ არ უნდათ გაიგონ კახეთის გზატკეცილზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის კომენტირებისას განუცხადა.

“როგორც ცნობილია, უმრავლესობას IRI-ის და NDI-ის კვლევების მიმართ ყოველთვის კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა და ამ კვლევებს ოპოზიცია ყოველთვის ენდობოდა. მათ ციფრებს განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობა“ იშველიებდა. NDI-ის კვლევამ უფრო მაღალი ციფრი აჩვენებს იმ უკმაყოფილო ხალხისა, ვისაც მიაჩნია, რომ დაპირისპირება პარლამენტში უნდა იყოს და მთავარი საკითხები პარლამენტში უნდა წყდებოდეს. გამოკითხულთა 45%-ში შეიძლება “ქართული ოცნების“ ბევრი მომხრეა, ვინც ამბობს: – ჩაატარეთ არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ თავის ადგილზე დააყენეთ ეს ხალხი. მეორენი ფიქრობენ, პირიქით – “ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს და იქნებ ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, როცა ქვეყანაში არეულობაა. არეულობა ჩვენი ოპონენტების ბანაკში მთავარი ტრენდია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

IRI-ის გამოკითხული მოქალაქეების 60% ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას მხარს არ უჭერს. გამოკითხულთა 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% – წინააღმდეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები