გია აბაშიძე: სააკაშვილის დესტრუქციული “ნაცმოძრაობა” საჯაროდაც აღარ მალავს, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი მათთვის “ფარატინა ქაღალდზე შეთანხმებაა”
“სააკაშვილის დესტრუქციული “ნაციონალური მოძრაობა” საჯაროდაც აღარ მალავს, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი მათთვის “ფარატინა ქაღალდზე შეთანხმებაა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პარადოქსია, რომ პარტიას, რომელსაც ოქსიმორონული სახელი აქვს [“ევროპული საქართველო”], ასევე არ სურს, დათანხმდეს ევროპულ შემოთავაზებებს.
“სააკაშვილის დესტრუქციული “ნაციონალური მოძრაობა” საჯაროდაც აღარ მალავს, რომ ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი მათთვის არის “ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება” [ავტორი აკო მინაშვილი, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩასაშლელად მიშას მიერ მივლენილი. საზოგადოებაში ფართოდ ცნობილი, როგორც ჯალათი ახალაიების შიკრიკი] და თურმე “დოკუმენტზე, რომელიც პრაქტიკულად მიუღებელია, ჩვენი ხელმოწერა, რა თქმა უნდა, არ იქნება” [ავტორია ხატია დეკანოიძე, უკრაინაში თანამდებობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეობაზე რომ უარი თქვა, შემდეგ გამოაგდეს და მარგველაშვილმა კვლავ დაუბრუნა].
ნინა ანზოროვნა ბურჯანაძისა და გრიგოლ ვაშაძის ‘მშობლიურ’ ენაზე, რომ დავწერო, ნაცოპოზიციისთვის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული შეთანხმება ყოფილა филькина грамота.
ასევე პარადოქსია, რომ პარტიას, რომელსაც ოქსიმორონული სახელი აქვს [“ევროპული საქართველო”], ასევე არ სურს, დათანხმდეს ევროპულ შემოთავაზებებს.
ამგვარი ქმედებებით, ცხადია, აგონიაში მყოფი ‘ლუზერი’ სააკაშვილის ბრმა მიმდევარმა, დესტრუქციულმა აქტორებმა საკუთარი ნებით აირჩიეს, იყვნენ ‘აუთსაიდერები’ დასავლეთის თვალშიც”, – წერს აბაშიძე.