ხათუნა ზახაშვილი: საქართველოში რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანლის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, რეინფიცირებასთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული.

„დღეისთვის კვლევაშია და რეგისტრირებულია 140-მდე საეჭვო შემთხვევა, მათ შორის, 16-მდე ნიმუშის კვლევა დასრულებულია და სამ შემთხვევაში დადასტურებულია რეინფიცირება. კვლევები გრძელდება“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები