უკრაინაში ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში სამგზავრო მატარებლისა და სამარშრუტო ტაქსის შეჯახებისას 12 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია, რეგიონალური ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით, იუწყება. ტრაგედიის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთა სახელები დგინდება. ტრაგედია სუმის ოლქში გუშინ,ადგილობრივი დროით, 15:30 მოხდა, თუმცა სამარშრუტო ტაქსი ხმოვან სიგნალს და შუქნიშანს არ დაემორჩილა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დარუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და ბრძანება გასცა დაღუპულთა ოჯახის დასახმარებლად.