ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.
როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი დეპარტამენტიდან აცნობეს, მოქალაქეს მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამმუშავებელი სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა მოწყობილი.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი დანადგარი დალუქეს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.