როგორ გადაიქცა სოფელი ძველი ხიბულა მშენებლობისა და რეაბილიტაციის ეპიცენტრად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ დაარსებული ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით – POSTV
ადგილი, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლო წუთების მომსწრეა. ეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიბულაა. სწორედ ამ სახლში ზვიად გამსახურდიას სიცოცხლე დასრულდა. ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვების უკან ბევრი ინტერპრეტაცია დგას. ხიბულა და ეს ხის სახლი ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
წლების განმავლობაში უყურადღებობამ სახლს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. მეტიც – დადგა იმის საფრთხეც, რომ ამ მიწიდან ისტორიის კვალი საერთოდ წაიშლებოდა, რადგან ყოფილმა მეპატრონემ სახლის გაყიდვა გადაწყვიტა, – ამის შესახებ ტელეკომპანია POSTV-ის მიერ მომზადებულ ვრცელ სიუჟეტშია ნათქვამი.
როგორც ავტორი აღნიშნავს, მართალია, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ამბის მემატიანე სახლი გაყიდვას გადაურჩა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, ნგრევის პირას მისულ შენობას რეაბილიტაცია და ფუნქციის მიცემა სჭირდებოდა, რაც ახლო პერსპექტივაში მარტივი საქმე არ ჩანდა.
მისი თქმით, სწორედ ამ დროს ხიბულაში ბიძინა ივანიშვილი ჩავიდა და ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია გადაწყდა.
,,სახლ-მუზეუმის პროექტს მოჰყვა ეკლესიისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის იდეაც, რომელიც ზუსტად იმ ფერდობზეა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა“, – ამბობს ავტორი.
როგორც სიუჟეტში ხობის მერი აღნიშნავს, ბოლო 2 წელია, ხიბულა მშენებლობისა და რეაბილიტაციის პოლიგონადაა ქცეული.
,,სოფლის ყველა კუთხეში აქტიური სამუშაოებია, სოფელში წყალმომარაგების პროექტი ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარზე მეტია. მიწისქვეშა სამუშოების დასრულების შემდეგ, სოფლის შიდა გზაც დაიგება და ლამპიონები დამონტაჟდება. მთლიანად დასრულდა სოფლის გაზიფიცირებაც. აშენდა 27-კილომეტრიანი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 290 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას“, – აცხადებს ხობის მერი.
მხარის გუბერნატორის თქმით, 60 არსაზრდელზე გათვლილი, ხიბულას ახალი ბაღი რეგიონში ყველაზე თანამედროვე და უახლესი ტექნიკით აღჭურვილია, რომელსაც აქვს კეთილმოწყობილი ეზო და სათამაშო სივრცე.