ანგელა მერკელი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, გერმანია მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებასა და  ტერიტორიულ მთლიანობას.

„ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერმინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერმინისტრად კვლავ არჩევას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები ქმნის სანდო ჩარჩოს ნდობით აღსავსე თანამშრომლობისათვის ჩვენს მთავრობებს შორის. გერმანია, რომელიც ინტერესით ადევნებს თვალს აქტუალურ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს თქვენს ქვეყანაში, მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებასა და  ტერიტორიულ მთლიანობას. ამ განსაკუთრებული გამოწვევებით აღსავსე დროს გისურვებთ მუდამ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები