ნიკოლოზ სამხარაძე: კრიზისის განმუხტვა ოპოზიციის ხელშია – პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელმაც შექმნა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი

“პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელმაც შექმნა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი. ოპოზიციის ხელშია კრიზისის განმუხტვა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისი ორი მიზეზით არის შექმნილი და ორივე შემთხვევაში გადაწყვეტის გზა ოპოზიციის ხელშია.

„მე მგონია, რომ მთელი ქართული საზოგადოება დაიღალა ამ გაუთავებელი საუბრით იმაზე, ვისთვის რა წითელი ხაზია, ვინ შემოდის პარლამენტში, ვინ არ შემოდოს და ა.შ. ჩამოვა დანიელსონი, დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ გადმოდგამს ოპოზიცია კონსტრუქციულ ნაბიჯს, მივაღწევთ შეთანხმებას. ამ ხელოვნური კრიზისის განმუხტვა არის მხოლოდ ოპოზიციის ხელში, რადგან ეს შექმნილია ორი რამის გამო, ერთი ეს არის, რომ ოპოზიცია არ შემოდის პარლამენტში და მეორე – ნიკა მელია არის საპატიმროში. ნიკა მელიას გათავისუფლება არის ნიკა მელიასვე ხელში, მას შეუძლია, დღეს საღამოსვე დატოვოს საპატიმრო, თუ გირაოს გადაიხდის, ხოლო ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლაც არის ოპოზიციის ხელში, მათთვის მანდატები არ შეგვიწყვიტავს,” – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები