ხათუნა ზახაშვილი: უსიმპტომო კოვიდის დროს აცრა არ წარმოადგენს უკუჩვენებას
“უსიმპტომო კოვიდის დროს აცრა არ წარმოადგენს უკუჩვენებას”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინებს არ შეუძლიათ, გამოიწვიონ კოვიდის კლინიკური ნიშნები ან კოვიდით დაავადება.
„უსიმპტომო კოვიდის დროს აცრა არ წარმოადგენს უკუჩვენებას, შესაძლებელია აცრა და ასეთ ადამიანებს ჩამოუყალიბდებათ კარგი, ნორმალური იმუნიტეტი, ხოლო კოვიდის ვაქცინა ვერ დაამძიმებს თვითონ კორონავირუსის მიმდინარეობას, თუნდაც მისი კლინიკური ნიშნები გაჩნდეს მოგვიანებით, რადგან არცერთი ვაქცინა, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში, არ შეიცავს კორონავირუსის ცოცხალ ეგზემპლარებს, შესაბამისად, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ, გამოიწვიონ კოვიდის კლინიკური ნიშნები ან კოვიდით დაავადება“, – განაცხადა ზახაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.