მიხეილ სარჯველაძე: ნებისმიერი მიმართულებით, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს, საქართველოს არჩევანში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია

“ნებისმიერი მიმართულებით, ვისი მხრიდანაც  უნდა იყოს საქართველოს არჩევანში ჩარევა, კატეგორიულად მიუღებელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებაზე საუბრისას, სადაც რუდენკო ამბობს, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, რადგან ეს მოიტანს მეტ ესკალაციასქ და დაძაბულობას რეგიონში.

მისი თქმით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს არჩევანია და ამას ვერავინ გადაუხვევს.

„ნებისმიერი მიმართულებით, ვისი მხრიდანაც  უნდა იყოს საქართველოს არჩევანში ჩარევა, კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოს, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ ჩვენ ისტორიულ არჩევანს დავუბრუნდეთ. ეს არის ევროპაში ინტეგრაციის მიმართულება. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია გახლავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული ხალხის არჩევანი. ამას ვერ გადაუხვევს, ვერცერთი ხელისუფლება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები