გიორგი ვაშაძე: ბუნებრივ ბარიერს არ ვემხრობით, გარკვეული ბარიერი უნდა იყოს, 2 ან 3 პროცენტი
“გარკვეული ბარიერი უნდა იყოს, 2% ან 3%, ასეთი ბარიერი აუცილებელად უნდა იყოს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ შეთანხმება არ შედგა, ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.
,,მთლად ბუნებრივ ბარიერს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ვემხრობით. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ბარიერი უნდა იყოს, 2% ან 3% პროცენტი, ასეთი ბარიერი აუცილებელად უნდა იყოს.
მეორე – თუ შეთანხმება არ შედგა, ცალკე აღებულად არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, რადგან შეთანხმება პრინციპულია არა ბარიერთან მიმართებით მხოლოდ და მხოლოდ და კიდევ რამდენი სხვა პარტია მოხვდება პარლამენტში, არამედ – ფუნდამენტურად გასასწორებელია არჩევნები, როგორც დემოკრატიის მთავარი მექანიზმი ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.