თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება მერე რუსები მოვიდნენ – იაგო ხვიჩია

თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, მერე შეიძლება რუსები მოვიდნენ დასალაგებლად და ასეთი გიჟობები მოხდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, მოლაპარაკებების კუთხით, პარტნიორებმა უნდა შეცვალონ ტაქტიკა. ხვიჩიას თქმით, მათ უნდა ჰქონდეთ, ე.წ. განაჩენის უფლება.

„კარგი იქნება, თუ მეტ ძალისხმევას შეიტანენ ჩვენი მეგობრები პროცესში. ვთხოვთ კიდეც ამას, როცა საშუალება მოგვეცემა.

პირველი მორიგების მცდელობის ნაწილი იყო. კაცმა (დანიელსონმა) 64 საათი ისაუბრა, ოღონდ ამათთან რამე გამოსვლოდა. ვფიქრობ, მეორე ნაწილი უნდა იყოს სამოსამართლეო ნაწილი. როდესაც რაღაცამ ვერ გაჭრა, უნდა გქონდეს განაჩენის უფლება. მინდა, რომ ჩვენმა მეგობრებმა თავს ამის უფლება მისცენ. ამ დროს გამოჩნდება, რომელი არ ემორჩილება „სასამართლოს“ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს არის ბოლო ნაბიჯი, რომელიც დარჩა და არ გვიცდია. დანარჩენი ჩვენმა მეგობრებმა ყველაფერი სცადეს. მგონია, რომ აქამდე მივა, იმედი მაქვს”, – განაცხადა ხვიჩიამ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები