ნიკოლოზ სამხარაძე: ჩნდება კითხვის ნიშნები და ეჭვები, ხომ არ აქვს ადგილი რუსეთის ინტერესების გატარებას ოპოზიციური პარტიების მხრიდან
“ქართული ოცნება“ 2012 წლიდან განუხრელად იცავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას”, – ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სენატში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ კრიზისის შექმნით მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული.
“ქართული ოცნება“ 2012 წლიდან განუხრელად იცავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას. ამით მათ გააქარწყლეს ის ტყუილების კორიანტელი, რომლითაც ჩვენი ოპოზიცია ბოლო 8 წელია, კვებავს საზოგადოებას. მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ამ კრიზისით დაინტერესებული მხოლოდ რუსეთია. რაც შეეხება ამ კრიზისის შემქმნელ პარტიებს, აქ ჩნდება კითხვის ნიშნები და ეჭვები, ხომ არ აქვს ადგილი რუსეთის ინტერესების გატარებას ოპოზიციური პარტიების მხრიდან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.