ირაკლი ღარიბაშვილი: მე ინფორმაცია მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ბატონი ზალკალიანისგან, რომ ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უბრალოდ, ასე ვთქვათ, დააჩქარა გადადგომა

“ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უბრალოდ, ასე ვთქვათ, დააჩქარა გადადგომა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ელჩ ნატალია საბანაძის მიერ თანამდებობიდან გადადგომას შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან საბანაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მოისმინა ვიცეპრემიერისა  და საგარეო საქმეთა მინისტრისგან, დავით ზალკალიანისგან. “რაც შეეხება ელჩი საბანაძის გადადგომას, მე ინფორმაცია მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ბატონი ზალკალიანისგან, რომ ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უბრალოდ, ასე ვთქვათ, დააჩქარა გადადგომა. ამის თაობაზე მგონი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და დამატებით კომენტარს აღნიშნული საკითხი არ საჭიროებს”, –  აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები