ნათია თურნავა: ასეთი პრაქტიკა საერთოდ არ მახსენდება სადმე იყოს, რომ ორი თვით ადრე აანონსებდნენ აქციას, როგორც ჩანს, ოპოზიციას რაღაც უჭირს

ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ პარლამენტში შესვლაზე, ორი თვით ადრე აანონსებენ საპროტესტო აქციას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი სწორი და ცივილიზებული საქციელი პარლამენტში შესვლა იქნება.

„ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი, აშშ, ევროკავშირი ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ უფრო პასუხისმგებლიანი იყვნენ, შევიდნენ პარლამენტში და პარლამენტის ფორმატში გააგრძელონ მოღვაწეობა, რაც იქნება ერთადერთი სწორი, ცივილიზებული საქციელი მათი მხრიდან. ეს მესიჯი არის ცალსახა.

ამის ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ პარლამენტში შესვლაზე, ორი თვით ადრე აანონსებენ საპროტესტო აქციას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ასეთი პრაქტიკა მე საერთოდ არ მახსენდება სადმე იყოს, რომ ორი თვით ადრე აანონსებდნენ. როგორც ჩანს, რაღაც უჭირთ, პრობლემები აქვთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები