პრემიერი: მზად ვართ, გავითვალისწინოთ აშშ-ის სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა რეკომენდაცია
“აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენს რეგიონში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ შეფასებებმა წერტილი დაუსვა აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისმწამებლურ სპეკულაციებს, რომლებიც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან.
„მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და პირადად ჯორჯ კენტს გაკეთებული სამართლიანი და ობიექტური შეფასებებისთვის. ეს შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ასევე მინდა, ვთქვა, რომ წერტილი დაესვა აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისმწამებლურ სპეკულაციებს, რომლებიც გვესმოდა ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომლებიც იყო დასახელებული სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე 23 მარტს საქართველოს საკითხი განიხილეს.