ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – აქბარ ყასემი ალიაბადთან.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
“შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და არსებული ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.