სერგო ჩიხლაძე: კომპრომისზე უნდა წავიდეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც – ორმხრივი, შემხვედრი წინადადებები უნდა არსებობდეს

“სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი, სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ კომპრომისსა და მოლაპარაკებებზე ორივე მხარე – ოპოზიციაც და ხელისუფლებაც უნდა წავიდეს.

მისივე თქმით, უნდა არსებობდეს ორმხრივი, შემხვედრი წინადადებები.

“ჩვენ ვეთანხმებით და ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების აზრს. “სტრატეგია აღმაშენებელის” პოზიციაც ეს არის, რომ ორივე მხარე – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა წავიდნენ კომპრომისსა და მოლაპარაკებებზე, უნდა არსებობდეს ორმხრივი, შემხვედრი წინადადებები.

როგორც “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ისინი ცარიელი ხელებით უნდა იყვნენ და ჩვენ სავსე ხელებითო, ასე არ ხდება მოლაპარაკებები”, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები