„დავთრგუნავთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობას ეწინააღმდეგებიან“ – შაკო კუჭაშვილმა მოძრაობა „წინსვლა“ დააფუძნა

“დავთრგუნავთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობას ეწინააღმდეგებიან, ქვეყნის წინსვლას აფერხებენ”, – ამის შესახებ ახლადდაარსებული სამოქალაქო მოძრაობა “წინსვლას” დამფუძნებელმა, შაკო კუჭაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კუჭაშვილმა ორგანიზაციის გეგმებზე ისაუბრა.

„ახალგაზრდების გარკვეულმა ჯგუფმა, სხვადასხვა პროფილის ბაკალავრებმა, სტუდენტებმა შევქმენით სამოქალაქო მოძრაობა. ჩვენ ვიმუშავებთ ქვეყნის წინსვლის შემაფერხებელ ფაქტორებთან, იმ აქტორებთან, რომლებიც ქვეყნის წინსვლას აფერხებენ. ვიმუშავებთ, რათა დავთრგუნოთ ის პოლიტიკსოები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას 30 – წლიან მოჯადოებულ წრეზე ატარებენ. ჩვენ გვაქვს გეგმა. ერთი მხრივ, ვიქნებით კონსტურქციულები, მეორე მხრივ – ხმაურიანები. ახალგაზრდები ვართ, გვსურს, მაქსიმალური აქტივობები უზრუნველვყოთ, მაქსიმალურად გავიშალოთ დედაქალაქში, რეგიონებში, რათა ყველამ გააცნობიეროს, რომ ერთ მხარეს არის პროპაგანდა და მის მიერ შექმნილი რელაობა, მეორე მხარეს, ჭეშმარიტი რეალობა, ქვეყნის განვითარების რეალური სურვილი. ის, რაც დღეს პოლტიკურ სივრცეში ხდება, მხოლოდ პარტიებს არ აზარალებს. გამუდმებული დაპირისპირება, პოლარიზაცია საქართველოს მოქალაქის საუკეთესო ინტერესს აზარალებს.
სახელმწიფოებრივი ინტერესი ზარალდება მაშინ, როცა ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნები მოგიწოდებენ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისკენ და შენ ამას არ აკეთებ. დანიელსონმა თქვა, რომ ეს ძალები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მუშობაში არ ერთვებიან, წყალს ჩრდილოეთის წისქვილზე ასხამენ. ჩვენ არ გვინდა ჩრდილოეთი, გვინდა მეტი წინსვლა, მეტი განვითარება.
ყველა კანონიერი გზით ჩვენ დავრთგუნავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის წინსვლას, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობას ეწინააღმდეგებიან. ვიქნებით ძალიან ხმაურიანები“, – განაცხადა კუჭაშვილმა.

ორგანიზაციის კიდევ ერთი დამფუძნებლის, ოთო რაჭველიშვილის თქმით, ოპოზიცია მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს.

„რთულ სიტუაციაში ვართ. ქვეყანა, საზოგადოება ორ ბანაკადაა დაყოფილი. ყველას განვითარება გვინდა. ამდენი ხანია, ერთ წრეზე ვტრიალებთ. ჩვენი შეხედულებით, მიზეზი, რის გამოც ქვეყნის წინსვლა ვერ ხერხდება, არის ის, რომ ოპოზიციური სპექტრი ფიქრობს არა პირობითად ქვეყნის განვითარებაზე, არამედ – საკუთარ ინტერესებზე“, – განაცხადა რაჭველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები