კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს საკუთარ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ამასთან, დაჭრილია სამი პირი. დაჭრილები გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალის“ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით დაიწყო.
საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.