ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიამ გვირჩია, რომ კანონპროექტების გადამუშავება მიზანშეწონილია, რაზეც ვთანხმდებით

“ვენეციის კომისიამ გვირჩია, რომ კანონპროექტების გადამუშავება მიზანშეწონილია, რაზეც ვთანხმდებით, რადგან პროექტები ვენეციის კომისიაში იმიტომ გაიგზავნა, რომ კომისიის პოზიციაზე გვემსჯელა და პროექტი დაგვეხვეწა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტები აუცილებლად იქცევა კანონებად და მას საკანონმდებლო ორგანო მიიღებს.

,,ვენეციის კომისიის დასკვნაში ვერსად ნახავთ ფრაზას, რომ კანონპროექტები კანონად არ უნდა იქცეს. ვენეციის კომისიამ გვირჩია, რომ კანონპროექტების გადამუშავება მიზანშეწონილია, რაზეც ვთანხმდებით, რადგან პროექტები ვენეციის კომისიაში იმიტომ გაიგზავნა, რომ კომისიის პოზიციაზე გვემსჯელა და პროექტი დაგვეხვეწა.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის მხრიდან „პროპორციულობაზე“ საუბარს, ეს ხდება იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვას ეხება. კომისია ამბობს არა იმას, რომ ასეთი ნორმის მიღება არ შეიძლება, არამედ უთითებს, რომ თუ ასეთ ნორმას მივიღებთ, ის პროპორციული ღონისძიებებით უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები