გურამ მაჭარაშვილი: სენატიდან გზავნილები იყო, რომ ევროპული კურსი გაგრძელდეს, მათ შორის, ოპოზიციის პარლამენტში შესვლითა და რეფორმების გატარებით

“ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან გზავნილები იყო, რომ საქართველოში 2012 წლიდან არის ევროპული კურსი, ეს უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციის შესვლითა და რეფორმების გატარებით”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროატლანტიკურ კურსს ემხრობა.

„ოპოზიციის მიმართ სიურპრიზები გრძელდება. ამჯერად, ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან გზავნილები იყო, რომ საქართველოში 2012 წლიდან არის ევროპული კურსი, ეს უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციის შესვლითა და რეფორმების გატარებით.

ამ ფონზე, სრულიად ალოგიკურია, როცა ოპოზიციური რადიკალური პარტიები აცხადებენ, რომ ქუჩაში საქმიანობა, აქციები სურთ. ხალხი მხარს უჭერს პოლიტიკურ პროცესებს მხოლოდ პარლამენტში. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ევროატლანტიკურ კურსსა და ნორმალური პროცესების განვითარებას საქართველოში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები