ირაკლი ჩიქოვანი: საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ერთგული პარტნიორი, სწორედ ამიტომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი სენატისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის
“მე ამას შევაფასებდი, როგორც საქართველოს მეგობრების სურვილსა და რჩევას, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტ სიმაღლეს მიაღწიოს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის სენატში გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ერთგული პარტნიორი, სწორედ ამიტომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი სენატისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის.
“მე ამას შევაფასებდი, როგორც საქართველოს მეგობრების სურვილსა და რჩევას, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტ სიმაღლეს მიაღწიოს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. საქართველო ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის, სენატისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ წლების განმავლობაში მან დაამტკიცა, რომ არის ერთგული პარტნიორი და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში”, – განაცხადა ჩიქოვანმა.