ნატო: რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეა

ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, რუსეთიდან და ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზეა საუბარი.

ნატო გააგრძელებს ადაპტირებას. ჩვენ მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის წინაშე ვდგავართ. რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეა.

ტერორიზმი ყველა ფორმით და გამოვლინებით ყველა ჩვენგანისთვის მუდმივ საფრთხედ რჩება. მკაცრი და ავტორიტარული ძალები და არასახელმწიფოებრივი აქტორები გამოწვევას წარმოადგენენ კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეებით თუ ახალი ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებით, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები