საქალაქო სასამართლოში გოგი წულაიას პროცესი გაიმართება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით იმსჯელებს.
პროცესი, სადაც მოსამართლე ზვიად შარაძე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს, 10:30 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება პოლიტიკოსს ქალზე ძალადობაში ადანაშაულებს.