ხათუნა სამნიძე: საჭიროა კომპრომისი ორივე მხრიდან, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ
“ბრიუსელში მთავარი განცხადება რაც გაკეთდა, იყო, რომ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად აუცილებელია, მხარეებმა გამონახონ ყველანაირი გზა, მათ შორის კომპრომისი ორივე მხრიდან, რათა შეთანხმებას, მივაღწიოთ”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ხათუნა სამნიძე იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის პოზიციები დაახლოვდება.
„ბრიუსელში მთავარი განცხადება, რაც გაკეთდა, იყო იმისთვის, რომ გადაიჭრას ეს კონფლიქტი და ღრმად არ შევიდეთ ამ დაპირისპირებაში. ამისთვის აუცილებელია, მხარეებმა გამონახონ ყველანაირი გზა, მათ შორის, საჭიროა კომპრომისი ორივე მხრიდან იმისთვის, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს შეთანხმება ევროპის პასუხისმგებლობაა. პირადად აიღო საკუთარ თავზე ინიციატივა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელმაც პირველად შეგვახვედრა, პრემიერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა. მოლაპარაკების ბოლოსკენ მივდივართ. ჩვენი, ოპოზიციის პოზიციები ცნობილია მედიატორისთვის, დანიელსონისთვის. ველოდები, რომ დაახლოვდება ეს პოზიციები და მივაღწევთ შეთანხმებას. ეს შეთანხმება არის ქვეყნის გამარჯვებისკენ გზა. აუცილებელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს ქვეყანა ირჩევს ევროპას“,- აცხადებს სამნიძე.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეხვედრას მართავს.
სამნიძე, პოლიტიკა