საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მრავალმხრივ ფორმატში

ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მრავალმხრივ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე უწყვეტი რეფორმები.

„ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე უწყვეტი რეფორმები უაღრესად მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წარმატებისა და წელს მოგვიანებით დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისთვის”, – ნათქვამია პრესრელიზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები