გუგა ქაშიბაძე: დღეს კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისია – გაანალიზებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აცრა
“დღეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი საქართველოსთვის. მიხარია, რომ ექიმები, მედდები მთელს საზოგადოებას მაგალითს ვაძლევთ, გაანალიზებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აცრა”, – ასე ეხმაურება დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას.
მისივე თქმით, ვაქცინაციის დაწყებით კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლა იწყება.
“დღეს მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ – მთელი საქართველოსთვის. მიხარია, რომ ექიმები, მედდები მთელს საზოგადოებას მაგალითს ვაძლევთ, გაანალიზებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აცრა. დღეს არის დასაწყისი კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის.
მე ვფიქრობ, რომ არცერთი ვაქცინა, რომელიც შემოტანილია, არ დარჩება. ექიმებისა და მედდების უმრავლესობა აიცრება იმიტომ, რომ ეს, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტების, ოჯახის წევრების, დანარჩენი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის და თუ არა ექიმებმა, ვინ უნდა მისცეს საზოგადოებას მაგალითი.
“ასტრაზენეკას” შესახებ საზოგადოებამ შეიძლება, გუშინ, დღეს გაიგო, მაგრამ ექიმებმა დიდი ხანია, ვიცით ამ კომპანიის შესახებ. დიდი ხანია, მის მიერ გამოგონილ პრეპარატებს ვიყენებთ. ეს არის უსერიოზულესი კომპანია”, – განაცხადა ქაშიბაძემ.