შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანის დედა – სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არ არის სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ ვახტანგ ჩიქოვანი გაამტყუნა და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულს ჩიქოვანის დედა, ნინო ჩიქოვანი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმაზე ჩამოყალიბდებიან.
“2012 წელს ეს მთავრობა მოვიდა სამართლის აღსადგენად და ფსკერზე არიან. ეს აღარ არის სამართალი. გეგმაზე ჩამოვყალიბდებით”, – აღნიშნა ვახტანგ ჩიქოვანის დედამ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 3 პირს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.