ლაშა ნაცვლიშვილი: ეკა გიგაური აღარაფრით განსხვავდება კოხტა კოდუასგან და ეს მე ნამდვილად არ მახარებს

ტელეკომპანია ,,POSTV”-ის დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

იგი ეკა გიგაურის მიერ „ფეისბუქ” გვერდზე გაზიარებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება.

„ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა – გაიზიარა! გაიზიარა პასუხისმგებლობა ამ კრიმინალურ სიბინძურეზე! გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა შეშლილ მიშას – ვანო მერაბიშვილის და ახალაიების მეშვეობით უკანონოდ ესმინა მოზარდისთვის; გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა ამ ჩანაწერის ფალსიფიკაციას, მის უხეშ მონტაჟს; გაიზიარა, ხელი მოაწერა და კურთხევა მისცა უღირსობის მწვერვალს – ეს ყველაფერი მოზარდის მამისთვის და მისი შექმნილი “ოცნებისთვის” დაებრალებინა ბინძურ მიშას! ეკა გიგაური აღარაფრით განსხვავდება კოხტა კოდუასგან და ეს მე ნამდვილად არ მახარებს“,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები