დიეგო კოლასი: ეუთო-ოდირის დასკვნა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, ახალი იდეები წარმოადგინონ და კომპრომისი გამონახონ

ჩვენ მანამდეც არაერთგზის გვითქვამს, რომ მთლიანობაში ვეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს არჩევნებთან დაკავშირებით. მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, ახალი იდეები წარმოადგინონ და კომპრომისი გამონახონ, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა განაცხადა.

კოლასის თქმით, შეთანხმება აუცილებლი და მისივე თქმით, შესაძლებელიცაა.

„ჩვენ მანამდეც არაერთგზის გვითქვამს, რომ მთლიანობაში ვეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს არჩევნებთან დაკავშირებით. მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, ახალი იდეები წარმოადგინონ და კომპრომისი გამონახონ, საერთაშორისო საზოაგადოება მზადაა, რომ მათ ამ პროცესში ხელი შეუწყოს, ფასილიტატორობის ან მედიატორობის გზით, შეთანხმება აუცილებლია და ვფიქრობ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

ეუთო/ოდირმა საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები