ლევან ნიკოლეიშვილი – სააკაშვილმა თავისი შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო და ფილდ-კომანდერ მელაძეს გადასცა გასავრცელებლად

აკი განადგურდა კასრებიო? აკი ნაცების მიერ 9 წლის ნაგროვები ჩანაწერების მონტაჟით აღარ მოწამლავენ ქართულ საზოგადოებასო?, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, ეს მათი რუსული სცენარის აღსრულების ერთ-ერთი გზაა.

„სააკაშვილმა თავისი შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო და ფილდ-კომანდერ მელაძეს გადასცა გასავრცელებლად. აკი განადგურდა კასრებიო? აკი ნაცების მიერ 9 წლის ნაგროვები ჩანაწერების მონტაჟით აღარ მოწამლავენ ქართულ საზოგადოებასო? მიშამ რომ გააზიარა მელაძის ანონსი, სრულიად გასაგებია, ლომჯარია რომ არ ინტერესდება ამ ცილისწამების ქეისით, ესეც არა გასაკვირი, მაგრამ ავტორიტეტული “საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფი ეკა გიგაური რომ აზიარებს ამ დანაშაულებრივ ფეიკ-ჩანაწერს – ესაა ყველაზე ამაზრზენი.

როგორც ჩანს, ვერ შემდგარი რევლუციის, ვერ დამტკიცებული „გაყალბებული“ არჩევნების, მელიას კბილებით და ხელებით ვერ დაცვის, მიტინგებზე ვერ მოყვანილი ხალხის მერე, რუსული სცენარის და გეგმის აღმსრულებლებს, სააკაშვილის ბრძანების თანახმად, მხოლოდ პარლამენტის წინ კარვები და მელაძის იაფფასიანი სიუჟეტები დარჩათ თავიანთი მცირერიცხოვანი მომხრეების გასამხნევებლად ან შესაშინებლად,” – წერს ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, „ტვ პირველზე”  გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა სიუჟეტის ანონსი, სადაც, ვითომდა, აღნიშნული გადაცემის წამყვანის მტკიცებით,  ბერა ივანიშვილისა და პრემირ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფარული  აუდიო საუბარია ჩაწერილი..

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები