„რაც მაწუხებს და შთამაგონებს, იმას ვამბობ ნახატშიც“ – როგორ შეიქმნა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „დედის“ ჩანახატი დეკორატიულ თეფშზე

სართიჭალაში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან ოჯახმა შეაყვარა ხელოვნება. მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტიხაზვა-ხატვის ფაკულტეტი.
ასწავლიდა სართიჭალის 8-წლიან სკოლაში, საგარეჯოს პირველ სკოლაში, შეთავსებით კოლეჯში, პროფსასწავლებელში და სხვა სკოლებში.
2004 წლიდან საგარეჯოს კულტურის სახლის მხატვარ-გამფორმებელია.
მონაწილეობდა გამოფენებში:
საგარეჯოს კულტურის სასახლის საგამოფენო დარბაზი
; ილიაობა  (ყვარელი);
ერეკლეობა
 (თელავი); საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები  (სიღნაღი),
საგაზაფხულო გამოფენა
(სიღნაღი); საშემოდგომო გამოფენა (სიღნაღი);
კახეთის რეგიონის ხალხურ შემოქმედებათა ფესტივალი (თელავის კულტურის სახლი);  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა (საგარეჯოს საკრებულოს სხდომათა დარბაზი)
მისი ნამუშევრები დაცულია: კერძო კოლექციებში /საქრთველო, რუსეთი, საფრანგეთი/. – მხატვრისა და პედაგოგის, თამარ იორამაშვილის პერსონა.

 საგარეჯოში ცხოვრობთ. როდის დაიწყო ხელოვნების სიყვარული?
– უკვე 40 წელია, რაც საგარეჯოს მკვიდრად ვითვლები.
ბავშვობა სოფელ სართიჭალაში გავატარე, დედა დიასახლისი იყო, მამა – მოსამსახურე. სახლში დასაქმებული იყო მუსიკალური ხელსაწყოების შექმნითა და რესტავრაციით. მუსიკოსიც იყო. მამას ხშირად ვეხმარებოდი, ვაკვირდებოდი მის საქმიანობას და ამანაც განაპირობა ხელოვნების სიყვარული.
– მ. თოიძის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრეთ. რა შეგძინათ იმ პერიოდმა?

„ვარდნა“

– სკოლის შემდგომ, 1974 წელს, შევედი მ.თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში კერამიკის განხრით. მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები: ცაცა (ესმირალდა) გელაშვილი-მირცხულავა და სუზანა ველიანი ყიფშიძე (ინსტიტუტზე მეტად ამ სასწავლებელმა მომცა ცოდნა).
ვმონაწილეობდი დიდი მოზაიკური პანოების აწყობაში, რომელთა ავტორი მხატვარ-მონუმენტალისტი ზურაბ წერეთელი იყო.
სადიპლომო პრაქტიკა ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში გავიარე  და წარჩინებით დავამთავრე.
– სულხან-საბას ორბელიანის სახელობის ინსტიტუტის ხაზვა-ხატვის ფაკულტეტი დაამთავრეთ. 33 წელი სკოლაში მუშაობდით, ასევე კულტურის სახლში, კოლეჯში…

„თანაცხოვრება“

– ოჯახის შექმნის შემდეგ მოგვიანებით გავაგრძელე სწავლა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხაზვა-ხატვის მეთოდისტის ფაკულტეტზე.
ვმუშაობდი სართიჭალის 8-წლიან სკოლაში, საგარეჯოს პირველ სკოლაში, შეთავსებით კოლეჯში, პროფსასწავლებელში და სხვა სკოლებშიც.
2004 წლიდან ვითვლები კულტურის სახლის მხატვარ-გამფორმებლად. ჩემი სამოღვაწეო ასპარეზი, გარდა სწავლისა, შემოიფარგლებოდა სკოლის კაბინეტების ინდივიდუალური გაფორმება-მოწყობით, რაც დიდი ენთუზიაზმით კეთდებოდა ყოველთვის.
– თქვენი ფერწერული ტილოები ფერების სინაზითა და აზრის სიღრმით გამოირჩევა. როგორ შეიქმნა ნამუშევარი „დედა“, რომელიც რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულს გადაეცა საჩუქრად?

„დედა“

– ჩემი ფერწერული ტილოები უფრო თემატური, ყოფითი ცხოვრების ამსახველია… რაც მაწუხებს და შთაგონებას მაძლევს, იმას ვამბობ ნახატშიც.
ისტორია დედაზე ადრეც მქონდა შესრულებული, როგორც კერამიკული, ისე ფერწერული. ექსპრომტად მომიწია, დამეხატა რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულისთვის. ბატონმა ბესიკ ღვინაშვილმა მთხოვა, მომეფიქრებინა რამე და მაშინ შეიქმნა ჩემი საყვარელი მწერლის „დედის“ ჩანახატი დეკორატიულ თეფშზე.
– საგარეჯოს სახალხო თეატრის მხატვარი ხართ. რას გვეტყოდით თეატრში მუშაობაზე…
– ვიტყოდი, რომ არაჩვეულებრივი, მიჭიერი და ცნობილი რეჟისორი – ნიკოლოზ საბაშვილი ჰყავს საგარეჯოს თეატრს, სადაც დეკორაციებზე ვმუშაობ. ესაა სპექტაკლები: „ოჯახური იდილია“, „ცხოვრება მშვენიერია“, „გარეჯულა“, „სისტემა“, „კლოუნადა“ მ. ხოკერაშვილისა და პ. ქვლივიძის „ნუ დამადანაშაულებ მე“.
ჩემთვის ძალიან საინტერესოა თოჯინების თეატრშიც დეკორაციებზე მუშაობა. ეს სპექტაკლებია: „იდუმალი ჰიპოპოტამი“, „ჩექმებიანი მგელი“, „ნახევარქათამა“, „სამიმ გოჭი“.
– მრავალი გამოფენის მონაწილე ხართ – ერეკლეობის, ილიაობის, საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენების, ხალხურ შემოქმედებათა ფესტივალების, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის… რომელი გამოფენა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
– უფრო ადგილობრივი გამოფენებით შემოვიფარგლები. გარეჯობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი, კულტურის სახლის საბიბლიოთეკო ღონისძიებები, საზაფხულო ზეიმები და საავტორო ღონისძიებები.
ჩემი ნამუშევრები დაცულია: კერძო კოლექციებში  (საქართველო, რუსეთი, საფრანგეთი).
დიდი სიხარული მომიტანა თელავის გამოფენა-გაყიდვამ, სადაც საფრანგეთის მხარემ შეიძინა ჩვენი ნამუშევრები. დაგვენენა, მაგრამ გაჭირვებას რა ვუთხრათ…
ამას წინათ, თბილისის მერიამ გამოსცა 700 მხატვრის ნამუშევრების წიგნი, სადაც ჩემი 1 ნამუშევარიც შევიდა.
– ჰობი…
– რაც კი ხელოვნებას უკავშირდება, ყველაფერი…
– ოჯახი
– მყავს სამი შვილი, ქალბატონი, 1 დაოჯახებულია. ერთი შვილიშვილი, მეუღლე გარდამეცვალა.
– სამომავლოდ?
– გამოფენაზე და ჩემს შედეგიან მუშაობაზე ვფიქრობ. ძალიან ბევრი დრო დავკარგე. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

„სადღეგრძელო“

„ცდუნება“

                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები