აშშ-ს თავდაცვის მდივანი: აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან გამართულ სატელეფონო საუბარს საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც აშშ-ს თავდაცვის მდივანის განცხადებაში ვკითხულობთ, აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.

„პროდუქტიული საუბარი მქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან. აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. თავდაცვის დეპარტამენტი მნიშვნელოვნად აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ერთგულია უსაფრთხოების საერთო ინტერესების განმტკიცების“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები