პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) ესტუმრნენ.
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,
კანონმდებლები ადგილზე გაეცნენ სკოლის საქმიანობის სპეციფიკას, გრძელვადიან, მოკლევადიან და დისტანციურ სასწავლო პროგრამებს, თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და სკოლის პერსონალს გაესაუბრნენ.
მათივე ცნობით, პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ წარმოადგინეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც პარლამენტარებმა DIBS-ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.
ირაკლი ბერაია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე: “თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სრულფასოვნად მოქმედი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და ალიანსსა და ჩვენს ქვეყანას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ჩვენი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პროცესში სკოლას აქვს მნიშვნელოვანი მანდატი, რაც მიზნად ისახავს თავდაცვის უწყებაში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების, ისევე როგორც თავდაცვის ტრანსფორმაციის, უსაფრთხოების სექტორის რეფორმების ხელშეწყობას, აგრეთვე, თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და ნატო-ს მოკავშირეების შესაბამის უწყებებს შორის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები