“მხოლოდ ორი პარტია რომ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას – „ევროპელი სოციალისტები“ და „ნაცმოძრაობა“, დღესაც კი მოვუგებთ „ნაცებს“ – დავით ზილფიმიანი

ცგამოკითხვა რომ ჩაატაროთ, მხოლოდ ორი პარტია რომ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას – „ევროპელი სოციალისტები“ და „ნაცმოძრაობა“, დღესაც კი მოვუგებთ „ნაცებს“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ასევე, როგორც ის აღნიშნავს, თუ შედგება შეთანხმება და ჩატარდება პლებისციტი, კარგიც იქნება.

„ვიდრე კომისია არ დაამთავრებს მუშაობას, რიგგარეშე არჩევნები არარელევანტურია, მე მაშინ იქ არ უნდა ვიყო, რადგან იქ ვარ, ეს ნიშნავს, რომ წინააღმდეგობაში მოვდივარ ჩემს თავთან. თუმცა, თუ შევთანხმდებით პლებისციტზე, ეს კარგიც იქნება. დღეს რაც გააკეთა ძველმა გვარდიამ „ნაცმოძრაობის”, ისეთი კატასტროფული სიჩქარით დაკარგა რეიტინგი, შეკითხვა რომ დასვას, რომელიმე ტელევიზიამ ან კვლევითმა ორგანომ – მხოლოდ ორი პარტია რომ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას, „ევროპელი სოციალისტები“ და „ნაცმოძრაობა“, ვის მისცემდით ხმას, დღესაც კი მოუგებს „ევროპელი სოციალისტები“ „ნაცებს“, იმდენი სისულელე ჩაიდინეს, სისულელე არ ჰქვია, ბოროტება ჰქვია”, – განაცხადა ზილფიმიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები