„ჭაობის ოპოზიციის საფირმო ნიშანიც ეგ არის – შარლ მიშელთან დადებული პირობაც მეორე დღესვე დაარღვიეს“ – გიორგი ცუცქირიძე
“ჭაობის ოპოზიციის საფირმო ნიშანიც ეგ არის – შარლ მიშელთან დადებული პირობაც მეორე დღესვე დაარღვიეს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენაზე საუბრობს.
„მართალია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან გუშინდელი შეხვედრის წინ და შეხვედრის დასრულების შემდეგაც არაერთი განცხადება გაკეთდა საერთო ეროვნული კონსენსუსის აუცილებლობაზე, მაგრამ ისიც ხომ ცხადი იყო, რომ ეს ფანჩატურეთის ოპოზიცია ამ მორიგ პირობასაც ისევე დაარღვევდა, როგორც არაერთგზის გაუკეთებია. მათთვის კონსენსუსი, გნებავთ თანხმობა, მნიშვნელობა არ აქვს – რა საკითხზე იქნება, ცალსახად მხოლოდ მათ პირობებზე დათანხმებას ნიშნავს!
ამჯერად ეს შეთანხმება, ხომ ხან 8 და ხან 6 აკვიატებულ პირობაზე გადის თან ისე, რომ საერთოდ არ აინტერესებთ მეორე მხარის, ანუ ხელისუფლების პოზიცია როგორი იქნება. ამას კი არა კონსენსუსი, არამედ ულტიმატუმის ენაზე საუბარი ჰქვია და უკვე მერამდენად აფიქსირებს მათ მიზანსაც, ხელისუფლების ნებისმიერი გზით გადაბარების აპრიორს და რაც თავიდანვე იყო ჩადებული მათ საპარლამენტო ბოიკოტში!
ამიტომაც, გუშინვე ვივარაუდე, რომ იძულებითი რევერანსების შემდეგ ამ მორიგი შეთანხმების პირობასაც დაარღვევდენ და ამას ორი კვირა ნამდვილად არ დაჭირდებოდა.
ამ მართლა ჭაობის ოპოზიციის საფირმო ნიშანიც ეგ არის. შარლ მიშელთან დადებული პირობაც უკვე მეორე დღესვე დაარღვიეს. ისიც ხომ გამოჩნდა, თუ როგორ არასწორად ესმით მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატის შეგონებაც, პოლარიზაციის დასრულებასა და ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადასვლაზე.
სულ რაღაც 24 საათში მათთვის დამახასიათებელი ობსტრუქციით დაიწყეს პიკეტირება და სულაც არ აინტერესებთ, რომ, ევროპული პოლიტიკური ფილოსოფიის თანახმად, ეს ვირეშმაკობა მიუღებელი და კონტრპროდუქტიულია დიალოგისთვის, რის აუცილებლობაშიც შარლ მიშელი ოპოზიციას გუშინ მთელი დღე არწმუნებდა.
არა შეჯდა მწყერი ხესა, ზედგამოჭრილია ამ ანტისახელმწიფოებრივი პილიტპლაქტომის რეალური სახის შესაფასებლად. ამიტომაც არის, რომ მათ არც ქართული საზოგადოების მხარდაჭერა აქვთ და არც სართაშორისო საზოგადოება უჭერს მხარს, ცალკეული პროლობისტური პირების გარდა.
ხელისუფლების ამოცანა დღეს უკვე ცალსახაა, იქონიოს მაქსიმალური თავშეკავება და იმოქმედოს დემოკრატიული სტანდარტებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მაქსიმალური კომუნიკაციით, თან ისე, რომ ქვეყანა ამ ავაზაკთა და მათ ჩრდილოელ დამქაშთა ინტერესებს არ გადააყოლოს“, – წერს ცუცქირიძე.