“საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ, რომ ეს არ მოხდეს” – ზაალ ანჯაფარიძე
“საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ, რომ ეს არ მოხდეს, არადა მაინც ხდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე წერს.
“ახლაც, აშშ-ის პირველი ლედის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის (არ მიყვარს ქართულ სინამდვილეში ტერმინის – “პირველი ლედის” გამოყენება)აშშ-ში დაგეგმილმა ვიზიტმა ისე გააგიჟათ, რომ იმდენად ბინძურ ინსინუაციებს ავრცელებენ, უკვე კითხვა მიჩნდება – ფსიქიკური პრობლემები ხომ არ აქვთ, ამ ბოღმის ნიადაგზე?!”, – წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.