ივერი მელაშვილი აქციაზე მივიდა – „მოვედი ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად, მე არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას, ეს ჩვენი ქვეყანაა და არავის უნდა დავუთმოთ“

ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული, ივერი მელაშვილი პარლამენტთან, ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა.

მისი თქმით, არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს და უერთდება იმ ხალხს, ვინც ნიკა მელიას დაკავების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

„აქ მოვედი საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად, მეტი არაფერი. მე არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას, მაგრამ აქ ყველას, ქართველი ერის მხარდასაჭერად მოვედი. დღეს ნიკა მელია დაიჭირეს? ხვალ სხვას დაიჭერენ. ამის გასაპროტესტებლადაა ეს ხალხი და მეც ამიტომ ვარ აქ. ეს ჩვენი ქვეყანაა და არავის უნდა დავუთმოთ“, – აღნიშნა ივერი მელაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები