არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელია წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და უკვე იქ ექნება საშუალება იკამათოს და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს

“ნიკა მელია წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და უკვე იქ ექნება საშუალება იკამათოს და საკუთარი არგუმენტები იქ წარადგინოს”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

მისივე თქმით, მოვლენების ესკალაციაზე, რაც დღემდე არსებობდა, პასუხისმგებლობა მელიას თანაგუნდელებს ეკისრებათ.

“ნიკა მელია წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და უკვე იქ ექნება საშუალება იკამათოს და საკუთარი არგუმენტები იქ წარადგინოს.

მოვლენების ესკალაციაზე, რაც დღემდე არსებობდა, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს, ვინც მას ურჩევდა და აგულიანებდა, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის და ცესკო-ზე შეტევის გზა თითქოს არის დემოკრატიული და ეს რაიმე დემოკრატიულ შედეგამდე მიიყვანს ქვეყანას”,- განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები