არჩილ თალაკვაძე: აშკარაა, რომ მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა

“სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

მისივე თქმით, მელიამ პროვოკაციული გზა აირჩია.

“როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას გამოხატვის თავისუფლებად ასაღებ, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში, ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები