გედი ფოფხაძე: არ ვიქმნი მოლოდინს, რომ ,,ნაცმოძრაობის” ოფისში შემოიჭრებიან, რადგან ეს არც საღ აზრთან და არც პრაგმატულობასთან ახლოს არაა

,,მოლოდინი არ მინდა მქონდეს ცუდის. არ ვიქმნი განწყობას, რომ შემოიჭრებიან “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და  სისხლს დაღვრიან. ეს განწყობა არც შინაგანად მინდა მქონდეს და ჩემი არგუმენტებიც მაქვს ამ განწყობის, – ამის შესახებ  პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გედი ფოფხაძემ “ნაცმოძრაობის” ცენტრალურ ოფისში მედიაჰოლდინგ “კვირასთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ ჯერზე, როცა უკვე რაღაც ეტაპზე მივიდა ნიკა მელიას დაკავების რეალობა, გახარიას ეყო გონიერება და გადადგა.

“თუ ჰგონიათ უმრავლესობაში, რომ ,,ქართული ოცნების” მომხრეებს გაუხარდებათ შემოჭრა, ხომ უნდა ესმოდეთ, რომ აქ ,,ნაციონალებზე” არაა მარტო საუბარი და ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს არ ვუპირისპირდები.

,,ქართული ოცნების” რადიკალური რიტორიკა მომისმენია, თუმცა შესაბამისი ქმედებები ნაკლებად – რა არის მიზანი, რომ ნიკა მელიამ რაღაც კანონი დაარღვია და მაგის გამო დაიჭირონ?! თუ სამართლებრივ ნაწილს მივაქცევთ ყურადღებას, აქ საერთოდ აღმკვეთ ღონისძიებაზეა საუბარი და ნიკა მელია ციხეში იქნება თუ გარეთ იქნება, ამის გამო სისხლის დაღვრა არის აბსურდი. სასამართლოს არც ჰქონდა საფუძველი, რომ გირაო პატიმრობით შეეცვალა.

თუ ,, ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოს, მათ ჰქონდათ საშუალება, სხვა რამეში დაემტკიცებინათ ეს: ეკონომიკაში, განათლებაში, სოციალურ საკითხებში, კქ დაემტკიცებინა, რომ მაგარია. ადამიანებს სამუშაო ადგილები და სოციალური პრობლემები აინტერესებთ და ეს არ გადის ნიკა მელიას დაჭერაზე.

არ ვიქმნი მოლოდინს, რომ ,,ნაცმოძრაობის” ოფისში შემოიჭრებიან, რადგან ეს არც საღ აზრთან და არც პრაგმატულობასთან ახლოს არაა. ეს არაჯანსაღი საქციელი იქნება.

6 წელი ,,ქართულ ოცნებასთან” ერთად ვამბობდი, რომ ,,ნაცმოძრაობა” ცუდია, მაგრამ დღეს ნიკა მელიას დაჭერაზე ცუდს ვერაფერს იზამს მმართველი გუნდი. ქვეყნის სამართლებრივი და დემოკრატიული განვითარებისთვის ამაზე ცუდი არაფერი შეიძლება მოხდეს,” –  განაცხადა გედი ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები