სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა 22 თებერვალს დაამტკიცა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა 89 ხმით გამოუცხადეს. 2 – მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები