უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა. ამის შესახებ მან “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა გააძლიერებს საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე“, – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა 89 ხმით გამოუცხადეს. 2 – მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.