დავით ზალკალიანი, ლიეტუველ კოლეგას, გარბიელიუს ლანდსბერგისს ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლიეტუველ კოლეგას
გარბიელიუს ლანდსბერგისს ესაუბრა, რის შესახებაც იგი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
“მქონდა კონსტრუქციული საუბარი ჩემს კოლეგასთან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ლიეტუვა იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. საქართველო განაგრძობს იმ პრინციპების ერთგულებას, რაც უზრუნველყობს ჩვენი მიზნების ასრულებისკენ თანმდივერულ სვლას,” – ნათქვამია ზალკალიანის განცხადებაში.
აღნიშნულ სატელეფონო საუბარზე წერს ლიეტუვას პირველო დიპლომატიც. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რომლსაც ამყარებს ურყევი დემოკრატიული არჩევანი და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ეს მიზნები რეალობად იქცეს.