დავით ზილფიმიანი: ჩვენ დავრეგისტრირდით და არ დავუჭირეთ მხარი

“ევროპელი-სოციალისტების” წევრი, დავით ზილფიმიანი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ იძლევა უფლებას, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა.

“ჩვენ დავრეგისტრირდით და არ დავუჭირეთ მხარი. იმ მიზეზები გამო, იმ მდგომარეობის გამო, რაც პროკურატურაში, სასამართლოშია, როგორ მდგომარეობაშიც ჩვენი მოსახლეობაა, იმ მცირე, გროშების გამო, რითაც ჩვენი მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები იკვებებიან. იმ პრობლემების გამო, რამაც დღეს ჩვენს ქვეყანას არ მისცა საშუალება, რომ ბოლომდე წელგამართული იყოს. ეს ყველაფერი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ დღევანდელი მთავრობისთვის მხარი დაგვეჭირა. თავის შეკავება რომ მდომებოდა, რეგისტრაციას არ გავივლიდით. ჩვენ გავიარეთ რეგისტრაცია და მხარი არ დავუჭირეთ”, – განაცხადა ზილფიმიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები